TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩს ინგლისში გადასვლა სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩს კარიერის ინგლისში გაგრძელება უნდა.

სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის ნიუკასლი, გალათასარაი და ფენერბაჰჩე იჩენენ.

წყაროს ცნობით, დუშანს თურქეთში გადასვლა არ უნდა და კარიერის ინგლისში გაგრძელება უნდა, სადაც ჯერჯერობით მისი ერთადერთი რეალური მსურველი ნიუკასლია.

ტურინული გრანდი 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს.

50 views
error: დაცული კონტენტი !