ვლაჰოვიჩს 3 კვირა გაუცდება
როგორც უკვე მოგახსენეთ, დუშან ვლაჰოვიჩმა დღეს J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და მას წვივის კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა.
SportMediaset-ის ცნობით, სერბ ფეხბურთელს, რომელმაც ტრავმა გახურების დროს მიიღო, 3 კვირა გაუცდება.
ის გუნდს ატალანტასთან, ბოლონიასთან და სავარაუდოდ მილანთან მატჩებში ვერ დაეხმარება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
