TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩმა შესაძლოა იუვენტუსი უახლოეს დღეებში დატოვოს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა ტურინული გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი ნაპოლისთან მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს და მის ნაცვლად ძირითადში კოლო მუანი იქნება, რაც იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ ვლაჰოვიჩი ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის.

ალბანეზეს ცნობით, ვლაჰოვიჩს მსურველები მრავლად ჰყავს და თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის სანაცვლოდ 40-45 მილიონს გადაიხდის, იუვე სერბის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

28 views
error: დაცული კონტენტი !