TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩმა მილანში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩმა მილანში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, რაც გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვას საგრძნობლად გაამარტივებს.

წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ლომბარდიულ გრანდს რასმუს ჰოილუნდს უკავშირებდნენ, მაქს ალეგრის პრიორიტეტი ყოველთვის ვლაჰოვიჩი გახლდათ.

იუვენტუსი სერბი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, მილანის გარდა კი ვლაჰოვიჩის გაფორმებას ნაპოლიც ეცდება, პარტენოპეი ტრავმირებული რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიებაშია და ჯოვანი მანას ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სერბი ფორვარდია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

331 views
error: დაცული კონტენტი !