ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება
იტალიური წყაროების ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა მომდევნო თვეებში სულ უფრო რეალური ხდება.
რუდი გალეტის ინფორმაციით, არსენალი სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მომდევნო დღეებში ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრის გამართვას გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყდება, დაიწყებენ თუ არა ინგლისელები იუვენტუსთან მოლაპარაკებებს.
ტურინული გრანდი თავის მხრივ ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.