ვლაჰოვიჩმა არაბები უარით გაისტუმრა
დუშან ვლაჰოვიჩმა არაბულ გუნდებს უარი უთხრა და ევროპის დატოვებას არ აპირებს.
სერბი ფორვარდის ტრანსფერზე გასულ დღეებში ალ-ჰილალი გააქტიურდა, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, დუშანი მათი წინადადების განხილვას არ აპირებს, რადგან ევროპაში დარჩენა სურს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ვლჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა განიხილება. იუვენტუსს იმედი აქვს, სერბი ფეხბურთელი კომპენსაციის სახით 5-6 მილიონს დათანხმდება, რაც ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაუზოგავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ