TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ჩელსი და ტოტენჰემიც მუშაობენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩელსი და ტოტენჰემი დუშან ვლაჰოვიჩის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ინგლისელი ჟურნალისტის გრემე ბეილის ცნობით, ლონდონური გუნდის წარმომადგენლებმა სერბი ფორვარდის აგენტთან შეხვედრები უკვე გამართეს და როგორც ჩანს, ვლაჰოვიჩი კარიერის ინგლისში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი ვლაჰოვიჩის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ სერბი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, ამ მომენტისთვის მის მიერ მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდას არც ერთი გუნდი არ გეგმავს.

ინგლისელების გარდა, ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს ბაიერნიც.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

220 views
error: დაცული კონტენტი !