ვლაჰოვიჩის თამაში კალიარისთან საეჭვოა
ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი ცოტა ხნის წინ ტურინში დაბრუნდა და ხვალიდან კალიარისთან მატჩისთვის მზადებას შუდგება.
ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრაში დუშან ვლაჰოვიჩის თამაში საეჭვოა.
წყაროს ცნობით, სერბმა ფორვარდმა ბოდოსთან მატჩამდე გახურების დროს მარჯვენა ბარძაყის კუნთზე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მას ტურინში სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა მისი ტრავმა სერიოზული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
