ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სპალეტის ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
SportItalia-ს ინფორმაციით, სერბი ფორვარდის შენარჩუნებას პირადად ლუჩიანო სპალეტი ითხოვს.
იტალიელი სპეციალისტი სერბ ფორვარდს გუნდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს და მისი ნებისმიერ ფასად შენარჩუნება სურს.
ტურინლი გრანდის ხელმძღვანელობა სერბი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მხარეები საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
