TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის რეკორდული მაჩვენებელი სერია ა-ში…

ვლაჰოვიჩმა ვერონასთან მატჩში დუბლი მიითვალა და სერია ა-ს რეკორდი დააფიქსირა.

სტატისტიკური გამოცემა Opta-ს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩმა გასულ 6 სეზონში სერია ა-ში მინიმუმ 2 გოლის გატანა 18-ჯერ შეძლო, რაც ამ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელია.

სტატისტიკაში 17 მატჩით მე-2 ადგილზე ლაუტარო მარტინესია, ჩირო იმობილეს აქტივში კი 16 ასეთი შეხვედრაა.