TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი სეზონის იუვენტუსში დასრულებაა

გასულ დღეებში დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა ჯერჯერობით სერბი ფორვარდის გაშვება არ განიხილება.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი სეზონის იუვენტუსში დასრულებაა, იუვენტუსი კი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არა ვლაჰოვიჩის შემცვლელის, არამედ სათადარიგო ფორვარდის დამატებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და თუ სეზონის ბოლომდე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ზაფხულში ვლაჰოვიჩი იუვენტუსს დატოვებს.

29 views
error: დაცული კონტენტი !