TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის მსურველთა სია გაიზარდა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მსურველთა სია კიდევ უფრო გაიზარდა.

სერბ ფორვარდს გასულ თვეებში არაერთ გუნდს უკავშირებდნენ და მათ შორის ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ვლაჰოვიჩის სიტუაციას მანჩესტერ სიტი და ატლეტიკოც აკვირდებიან და თუ იუვენტუსმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ინგლისური და ესპანური გრანდები დუშანის გაფორმებას ეცდებიან.