TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის მომავალი იუვენტუსში დეკემბრის ბოლოს გადაწყდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაცია საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს გადაწყდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ფეხბურთელის აგენტს შორის კიდევ ერთი შეხვედრა სწორედ მიმდინარე წლის ბოლოს არის ჩანიშნული, რომელზეც გუნდის ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

თუ ვლაჰოვიჩმა ხელფასის 12 მილიონიდან 9 მილიონამდე შემცირებაზე უარი თქვა, მისი გუნდიდან წასვლა ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარდაუვალი გახდება, ჯუნტოლი კი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას უფრო აქტიურად შეუდგება.

error: დაცული კონტენტი !