TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ჩელსი და პსჟ იჩენენ

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა და კრისტიანო ჯუნტოლის იმედი აქვს, სერბ ფორვარდთან საერთო ენას სეზონის ბოლომდე გამონახავს.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გასამრჯელო მიმდინარე სეზონიდან 12 მილიონამდე გაიზარდა. ბიანკონერის სერბის კონტრაქტის კიდევ 2 წლით გაგრძელება და მისი გასამრჯელოს 7-8 მილიონამდე შემცირება სურს.

თუ მხარეები სეზონის ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ, იუვენტუსს მისი გაყიდვა მოუწევს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჩელსი და პსჟ იჩენენ, რომელთათვის მოთხოვნილი 65-70 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.