ვლაჰოვიჩის მიერ მოთხოვნილი ხელფასი ცნობილია…
იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობა განაახლა, თუმცა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სერბი ფორვარდი ტურინში დარჩენისა და კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა კვლავ მისი ხელფასია.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი სეზონში მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც არა მხოლოდ იუვენტუსს, არამედ სხვა იტალიურ გუნდებსაც გაუჭირდებათ და მის ამ მოთხოვნას მხოლოდ ინგლისური გუნდები თუ დააკმაყოფილებენ…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)