ვლაჰოვიჩის ინტერესი ატლეტიკოს მხრიდან იტალიურმა წყაროებმაც დაადასტურეს
ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდის ატლეტიკოს ინტერესი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ Gazzetta dello Sport-მაც დაადასტურა.
წყაროს ცნობით, ესპანელები ზაფხულში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სერბი ფორვარდია.
ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, მის მიმართ ინტერესს ატლეტიკოს გარდა რამდენიმე ინგლისური და თურქული გუნდი იჩენს.
