ვლაჰოვიჩის ფინანსური მოთხოვნა უცვლელი რჩება…
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა.
წყაროს ცნობით, სერბი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ წლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს, ტურინული გრანდი კი მისთვის 6 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
გამოცემის ინფორმაციით, მაქს ალეგრის მისი ნაპოლიში ხილვა სურს და პარტენოპეიმ სერბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
