ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სერბი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი 10-12 მილიონი ევროს გადახდას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს, რაც მისი ტურინში დარჩენის შანსს საგრძნობლად ზრდის.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი საბოლოოდ დაკარგა და ვლაჰოვიჩს მუნდიალზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ ექნება, მისი პოტენციური მსურველების სიაც საგრძნობლად შემცირდება, რაც იუვენტუსს მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
