TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ბედი მიმდინარე თვის ბოლოს გადაწყდება

იტალიური წყაროების ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი მიმდინარე თვის ბოლოს გადაწყდება.

SportItalia-ს ცნობით, იანვრის ბოლოს იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდება და ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო წინადადებით მიმართავს.

ბიანკონერის სერბ ფორვარდთან ხელშეკრულების 2026 წლიდან 2028 წლამდე გახანგრძლივება და მისი წლიური გასამრჯელოს 12-დან 8 მილიონამდე შემცირება უნდა, ვლაჰოვიჩი კი ჯერჯერობით ამ შეთავაზებას არ თანხმდება.

თუ ვლაჰოვიჩმა ახალი კონტრაქტის გაფორმება არც ამჯერად ისურვა, ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.