მწვრთნელის ცვლილების მიუხედავად, ვლაჰოვიჩის მომავალი გადაწყვეტილია…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსში იგორ ტუდორის მისვლის მიუხედავად, დუშან ვლაჰოვიჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
SportItalia-ს ცნობით, ტურინულ გრანდსა და სერბ ფორვარდს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრა არ იგეგმება და ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ვლაჰოვიჩს მსურველები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს და ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.