ვლაჰოვიჩის აგენტთან ახალი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება
იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. სპალეტიმ სერბს დაუდასტურა, რომ ის იტალიელი სპეციალისტის გეგმებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ვლაჰოვიჩი მზად არის, იუვენტუსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, მისი გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
