TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის აგენტი ტურინშია

იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის აგენტი ტურინში ჩავიდა, სადაც ბიანკონერის წარმომადგენლებს შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ტურინულ გრანდს კი მისი ხელშეკრულების კიდევ 2-3 წლით გახანგრძლივება და მისი ხელფასის 12 მილიონიდან 9-10 მილიონამდე სურს.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსს ვლაჰოვიჩის კონტრაქტის გახანგრძლივება მიმდინარე წლის ბოლომდე სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერი სერბის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება.