ვლაჰოვიჩი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს…
ცუდი ფორმის გარდა, დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსისთვის მოედანს მიღმაც სერიოზული პრობლემა ხდება.
სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გასამრჯელო სეზონში 12 მილიონამდე გაიზარდა, რაც გუნდს წლიურად GROSS 22 მილიონი ევრო უჯდება.
ბიანკონერის ვლაჰოვიჩის კონტრაქტის გახანგრძლივება და მისი ხელფასის შემცირება სურს, რაზეც ჯერჯერობით ფეხბურთელი და მისი აგენტი უარზე არიან. თუ დუშანმა მომდევნო თვეებში ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მისი გუნდიდან წასვლა ზაფხულში გარდაუვალი იქნება.