TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი ხელფასის შემცირებაზე კვლავ უარს ამბობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლის ალბათობა სულ უფრო იზრდება.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის წლიური ხელფასის – 12 მილიონი ევროს შემცირებაზე უარს ამბობს, რაც მის ტურინში დარჩენას ფაქტობრივად გამორიცხავს.

გამოცემის ცნობით, თუ ვლაჰოვიჩმა ხელფასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეიცვალა, ის იუვენტუსს დატოვებს.

52 views
error: დაცული კონტენტი !