TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუშან ვლაჰოვიჩი ტრავმირებულია

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა დანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს ტრავმა მიიღო, მოედანი ნაადრევად დატოვა და დიდი ალბათობით მილანის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

როგორც მატჩის შემდეგ თავად სერბმა ფორვარდმა დაადასტურა, ვლაჰოვიჩს კუნთის პრობლემები აქვს, ის ტურინში დღეს დაბრუნდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

თუ დუშანმა მილანის წინააღმდეგ თამაში ვერ შეძლო, ფორვარდის პოზიციაზე დიდი ალბათობით ვეა ან ილდისი ითამაშებს.

error: დაცული კონტენტი !