ვლაჰოვიჩი შესაძლოა რომასთან მატჩისთვის დაბრუნდეს
დუშან ვლაჰოვიჩის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, სერბი მოედანზე მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს.
ვლაჰოვიჩის იუვენტუსის განაცხადში დაბრუნება მარტის შუა რიცხვებში იგეგმებოდა, მაგრამ მან კონტინასაზე ვარჯიშის ინტენსიობას მოუმატა, თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, მომდევნო კვირებში გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მიეცემა.
Tuttosport-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლაჰოვიჩმა რომას წინააღმდეგ თამაში შეძლოს, რომელიც 1 მარტს არის ჩანიშნული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
