TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს

იტალიური მედიის ცნობით, თუ რამდენიმე კვირის წინ დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

Tuttosport-ის ცნობით, იგორ ტუდორი სერბი ფორვარდის შენარჩუნების წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დასარჩენად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

დუშანი სერბეთის ნაკრებიდან ტურინში უახლოეს საათებში დაბრუნდება, რის შემდეგაც დამიენ კომოლის პირადად შეხვდება და მისი ბედი საბოლოოდ გადაწყდება.

თუ ვლაჰოვიჩმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, ბიანკონერი მას გაყიდის და ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე კიდევ უფრო გააქტიურდება.

error: დაცული კონტენტი !