TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი:“ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ვთამაშობ და საწუწუნო არაფერი მაქვს“

დუშან ვლაჰოვიჩმა დორტმუნდთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ და გამოცდილების ნაკლებობა დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. ჩვენ თამაში უკეთ უნდა წავიკითხოთ და შექმნილი უპირატესობა უკეთ გამოვიყენოთ, გოლების ასე მარტივად გაშვება მიუღებელია.

„დღეს მარცხთან ძალიან ახლოს ვიყავით, ამიტომ საბოლოო ჯამში ქულის მოპოვება პოზიტიური შედეგი იყო.

„სათადარიგოთა სკამი ? გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ გოლი გავიტანო და გუნდს დავეხმარო. დღევანდელ ფეხბურთში, როდესაც მწვრთნელს 5 ცვლილების გაკეთება შეუძლია, სტარტერები აღარ არსებობენ. ჩემი პრიორიტეტი გუნდის წარმატებაა.

„მოტივაცია და სიბრაზე ? არა, მე სიბრაზეს არ ვგრძნობ. ეს ზაფხული ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, ხალხი ყოველდღიურად ჩემზე ლაპარაობდა, იწერებოდა ცრუ ინფორმაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მე კიდევ უფრო გამაძლიერა. მე კმაყოფილი არასოდეს ვარ, დღეს 2 გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე, თუმცა მე მესამე გოლის გატანაც მინდოდა, მე ჩემი თავისგან ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ.

„მე დიდებულ გუნდში ვთამაშობ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოში, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

428 views
error: დაცული კონტენტი !