TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი ოპერაციას გაიკეთებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი დიდი ალბათობით ოპერაციას გაიკეთებს და მოედანს საკმაოდ დიდი ხნით დაემშვიდობება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, სერბი ფორვარდი სპეციალისტთან კონსულტაციას უახლოეს საათებში გაივლის და დიდი ალბათობით რეკომენდაცია სწორედ ქირურგიული ჩარევა იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი პროცედურას ან შვეიცარიაში ჩაიტარებს, ან ბელგიაში, ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ კევინ დე ბრუინეს გაუკეთა.

ოპერაციის შემდეგ დუშანი მოედანზე მინიმუმ 3 თვე ვერ დაბრუნდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !