TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი:“ ჩემი მომავალი ? პრიორიტეტი ახლა გუნდის დახმარებაა“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა ჯენოასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

„გოლი ? მე მოედანზე გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი. ჯენოას წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის და მათ ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ, სასურველი შედეგი მოვიპოვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„საუბრები ჩემს მომავალთან დაკავშირებით ? ეს ნორმალურია, მე ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ და მინდა, რომ როდესაც ამის შანსი მომეცემა, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებ.

„ჩემი მომავალი ? ახლა ჩემი სრული ყურადღება ახალ სეზონზეა, წინ ბევრი რთული მატჩი გველოდება და მინდა, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება მომავალში.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

297 views
error: დაცული კონტენტი !