TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი მანჩესტერის პრიორიტეტული სამიზნეა

ბრიტანული გამოცემა Football Insider-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს იუვენტუსის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

სერბი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ მისი გაყიდვის შანსი სულ უფრო იზრდება.

მანჩესტერის გარდა, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ჩელსი და არსენალი იჩენენ. იუვენტუსი მის გაყიდვას 65-70 მილიონ ევროდ გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !