TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი:“ დავრჩები თუ არა იუვენტუსში ? არასოდეს თქვა არასოდეს“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბოლო დღეები საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ჩვენ დღეს კონცენტრირებულები ვიყავით და ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. 3 ქულის გამო ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„ჩვენ დღეს კარგად დავიწყეთ, თუმცა 90 წუთი ინტენსიობის შენარჩუნება რთულია. მეტოქეს გოლმა ჩვენ გამოგვაფხიზლა და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. უდინეზე კარგი გუნდია, მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება მარტივი არასოდეს არის.

„კარგი მატჩი ჩემი მხრიდან ? მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს უკეთ გამომდის, ზოგჯერ კი თამაში არ მიმდის.

„ქომაგები ? მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მათი ოვაციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ქომაგები ამას იმსახურებენ.

„მწვრთნელების ცვლილება ? ჩვენ ბოლო 2 წელიწადში 3 მწვრთნელი შევიცვალეთ, ჩვენ საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და მივხვდეთ, რომ არსებულ სიტუაციაში ჩვენი წვლილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. დღეს კარგი დასაწყისია, მაგრამ თუ ჩვენ სტაბილურად წინსვლა არ გავაგრძელეთ, ყველაფერი აზრს დაკარგავს.

„მინდა ტუდორს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ის იუვენტუსის ლეგენდაა და ამას ვერაფერი შეცვლის.

„ჩემი მომავალი იუვეში ? არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. ახლა მე აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და სხვა თემაზე საუბარი უადგილოა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

80 views
error: დაცული კონტენტი !