ვლაჰოვიჩი იუვენტუსის განკარგულებაში ბრუნდება
დუშან ვლაჰოვიჩი ხვალ ტურინში ჩაფრინდება, გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
ჯოვანო ალბანეზეს ცნობით, სერბმა ფორვარდმა შვებულება პირადი ინიციატივით შეიმოკლა და ტიაგო მოტასთან ერთად ვარჯიშის დაწყება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.
ტურინში დაბრუნების შემდეგ, იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის განახლდება ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებიც. დუშანის გასამრჯელო მიმდიანრე ხელშეურკების მიხედვით 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც გუნდის სახელფასო ჭერს ეწინააღმდეგება, ამიტომ ბიანკონერის სერბის ხელშეკრულების 2026 წლიდან 2028 წლამდე გახანგრძლივება და მისი გასამრჯელოს 7.5-8 მილიონამდე შემცირება სურს.