ვლაჰოვიჩი იუვენტუსის განაკრგულებაში მარტში დაბრუნდება
ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნის მიუხედავად, იუვენტუსმა ცენტრ-ფორვარდის გაფორმება ვერ შეძლო, ამიტომ დუშან ვლაჰოვიჩის დაბრუნებამდე ტურინულ გრანდს ფონს გასვლა კლასიკური ცხრიანის გარეშე მოუწევს.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, სერბი ფორვარდის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება, მაგრამ ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნება არ იგეგმება.
წყაროს ცნობით, სერბი სრული დატვირთვით ვარჯიშს თვის ბოლოს განაახლებს, გუნდის განკარგულებაში კი მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
