TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ იუვენტუსი ჩემი ოჯახია, სხვაობა ალეგრისა და მოტას შორის ?…“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტა და ახალი იუვე ? მე მისტერ ალეგრის დავალებებს ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი და როგორც ყოველთვის, გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ მოტას სტილი მეტად შემეფერება, ახლა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის უფრო მეტი შანსი მაქვს.

„იუვენტუსი ? ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: სიამაყე, გამარჯვებულის მენტალიტეტი, ოჯახი. აქ ყველაფერი განსხვავებულია, იუვენტუსის მაისურს უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს თან.

„რამდენი გოლის გატანა მინდა ? მე საკუთარ თავს ლიმიტს არასოდეს ვუწესებ, მე კმაყოფილი არასოდეს ვარ. ფიორენტინადან იუვეში გადასვლის შემდეგ 24 გოლი გავიტანე, მაგრამ მე არც იმ სეზონში ვიყავი ბედნიერი, რადგან შენ განვითარება ყოველთვის შეგიძლია.

„სკუდეტო და დუელი ინტერთან ? ტიტულისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ინტერს, არამედ ბევრ გუნდს შეუძლია. ახლა სკუდეტოზე ფიქრი ძალიან ადრეა, გამარჯვებულის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ, ჩვენ კი ამბიციურები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„შედარება სხვა ტოპ ფორვარდებთან ? ჰოლანდისგან მე მისი სივრცეების გამოყენების უნარს ავიღებდი, ის ამ ასპექტში უბრალოდ საუკეთესოა. ლაუტარო საუკეთესოა პოზიციის შერჩევის მხრივ, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. კეინსა და ლევანდოვსკის შეტევის დასრულება შესანიშნავად შეუძლიათ, ოსიმენი კი თავისი სიჩქარით გამოირჩევა.

„მენტალიტეტი ? ზოგჯერ მოედანზე ყველაფერი კარგად არ მიდის და ასეთ დროს მე ვღიზიანდები, ეს თვისება ჩემში ძალიან არ მომწონს და მის გამოსწორებას ვცდილობ, რადგან თამაშის დროს ცივსისხლიანობის შენარჩნება უმნიშვნლეოვანესია. არ უნდა იყო ზედმეტად გახარებული, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ხოლო რთულ მომენტებში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. იუვენტუსში გამარჯვება ნორმალურია, სხვა ყველა შედეგი კი კრიტიკას იწვევს და როდესაც ამ მაისურს იცვამ, ასეთი მენტალიტეტისთვის მზად უნდა იყო.“