TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ გოლების გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა, ვინც თავი დუბლით გამოიჩნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ვერონასთან შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ ამ სეზონში განსხვავებული სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასულ სეზონს ვაკნინებ.

„პირველ ტურში მე ვერ გავიტანე, გარკვეულ ეპიზოდებში იღბალმა მიმტყუნა, მაგრამ დღეს 2-ჯერ გავიტანე, რის გამოც ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი მოპოვებული ქულებია.

„მოტა ? ის გუნდის აგრესიულობასა და დამოკიდებულებაზე ბევრს მუშაობს, ვიცით, რომ თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, თუ გუნდი მენტალურად სწორ განწყობაზეა, ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ასევე უმნიშვნელოვანესია გუნდის ერთიანობა და ერთმანეთისთვის ბრძოლა.“