ვლაჰოვიჩი:“ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ“
დუშან ვლაჰოვიჩის კომენტარი სპორტინგთან მატჩის შემდეგ.
„ჩვენ საბოლოო ანგარიშის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, ჩვენ მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ შედეგების მხრივ მეტი მოგვეთხოვება.
„ჩემი მომავალი ? ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ტურინულ დერბიზეა მიმართული, ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება და მას მზად უნდა შევხვდეთ.“
ცნობისთვის, ვლაჰოვიჩს იუვენტუსის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი დაუგროვდა, რაც რონალდუსა (12) და იგუიაინის (10) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
