TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ უნდა დავიბრუნოთ ის ცეცხლი, რომელიც ბოლო პერიოდში დავკარგეთ“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„ვგრძნობ თუ არა ტუდორის გუნდში თავს მნიშვნელოვნად ? მე ეს გრძნობა არც არასოდეს დამიკარგავს, მაშინაც კი, როდესაც სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მიწევდა. მე ყოველთვის ბევრს ვმუშაობ, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ.

„3 ფეხბურთელი შეტევაში ? დიახ, ეს საქმეს უფრო ამარტივებს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ჩვენ ვითამაშებთ იმ ფორმაციით, რომელსაც მწვრთნელი გადაწყვეტს.

„არის თუ არა ეს ვლაჰოვიჩის იუვენტუსი ? არ ვიცი, ვნახოთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მოედანზე ყველაფერი დავდოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ, ამას ქომაგები ყოველთვის აფასებენ. ბოლო პერიოდში ჩვენ დავკარგეთ ცეცხლი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ.“

error: დაცული კონტენტი !