TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი და კონსეისაუ განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებენ

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი და ჩიკო კონსეისაუ დღესაც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ და მათი თამაში ტურინულ დერბიში საეჭვოა.

არც ერთი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა გუნდის სამედიცინო შტაბი რისკზე წასვლას არ აპირებს და ჯერჯერობით მათ სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალება არ ეძლევათ.

დიდია ალბათობა, რომ კონსეისაუ და ვლაჰოვიჩი მომდევნო მატჩში გუნდის განაცხადს მიღმა დარჩნენ, ისინი დიდი ალბათობით ატალანტასთან მატჩისთვის მზად იქნებიან.

27 views
error: დაცული კონტენტი !