ვლაჰოვიჩი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და დუშან ვლაჰოვიჩი ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის ბარსელონა, ტოტენჰემი, ბაიერნი და მილანი იჩენდნენ, მაგრამ გუნდში ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ სერბის პრიორიტეტი ტურინში დარჩენა იყო.
სერბი იუვენტუსში 2 წლით დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
