ჩელსი, ტოტენჰემი, მილანი და ბარსა, ვლაჰოვიჩი ახალი გუნდის ძიებაშია
იუვენტუსი ახალ კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის დუშან ვლაჰოვიჩის ხელშეკრულება ტურინული გრანდის პრიორიტეტი არ არის.
იუვენტუსი სერბს დიდი ალბათობით სეზონის მიწურულს შეხვდება, თუმცა ვლაჰოვიჩის იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და გუნდში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე უარს ამბობს.
SportItalia-ს ცნობით, დუშანის აგენტს კლიენტის მომავალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს. ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩის უფასოდ გაფორმების სურვილი ტოტენჰემმა, ჩელსიმ, მილანმა და ბარსელონამ დააფიქსირეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არც ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ხელფასის, არც მისი აგენტის საკომისიოს გადახდას არ აპირებს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
