TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის აგენტმა ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის აგენტმა კლიენტისთვის ახალი კონტრაქტის ძებნა უკვე დაიწყო.

სერბი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩის აგენტმა ფეხბურთელის სამსახური ბარსელონას შესთავაზა. ბლაუგრანას გარდა, დუშანის მიმართ ინტერესს არსენალი, ჩელსი და სხვა გუნდები იჩენენ.

error: დაცული კონტენტი !