ვლაჰოვიჩი არსენალის პრიორიტეტული სამიზნეა
იტალიური და ბრიტანული წყაროების ცნობით, არსენალი იუვნეტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
მეთოფეები სერბი შემტევის გაფორმებას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ, როდესაც ის ფიორენტინას რიგებში თამაშობდა და SportItalia-ს ცნობით, ლონდონელები დუშანი გაფორმებას მომდევნო თვეებში კიდევ ერთხელ ეცდებიან.
იუვენტუსი ვლაჰოვიჩის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი კონტრაქტია, რომელიც 2026 წელს იწურება და თუ დუშანმა სეზონის ბოლომდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, მისი გაყიდვა გარდაუვალი იქნება.