TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის გასაფორმებლად 30 მილიონი საკმარისი იქნება

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდს სერბი ფორვარდის თაობაზე წინადადება არ მიუღია.

პრობლემა ვლაჰოვიჩის მაღალი ხელფასია, ის სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მის შემცირებაზე უარს ამბობს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვას 30 მილიონ ევროდაც დათანხმდება. ამ მომენტისთვის დუშანის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად ფენერბაჰჩე მუშაობს. თურქები ედინ ჯეკოს შემცვლელის ძიებაში არიან და ვლაჰოვიჩი მათი პრიორიტეტია.

50 views
error: დაცული კონტენტი !