ვილიარეალის მწვრთნელი:“ იუვე დიდებული გუნდია, ისინი ხვალ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ“
ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
ხვალინდელ შეხვედრაში ბიანკონერის განაცხადი იხილეთ აქ.
„არავის არ სჯერა იმის, რომ იუვენტუსში რაიმე სახის გარდამავალი პერიოდია. იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი გუნდია, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და არის დაკომპლექტებული მსოფლიო დონის ფეხბურთელებით.
„წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება, ისინი როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ჩვენი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება იქნება და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
