TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვიერი:“ სპალეტის იუვენტუსს რეალურად მომდევნო სეზონში ვიხილავთ“

ბობო ვიერიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„არის თუ არა სპალეტის ბრალი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში არ არის ? გუნდში რაიმეს შეცვლა 4-5 თვეში მარტივი არ არის. მან გუნდი შუა სეზონში, ძალიან რთულ და დაძაბულ სიტუაციაში ჩაიბარა და იუვენტუსის პროგრესი მისი მისვლის შემდეგ აშკარაა.

„იმედი მაქვს, ის ტურინში დარჩება, სატრანსფერო ფანჯრის დროს სასურველ ფეხბურთელებს გაიფორმებს და სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს გაივლის, მისი იუვენტუსის სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !