TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვიერი:“ სპალეტის ნამდვილი ეფექტი 2-3 თვეში გამოჩნდება“

ბობო ვიერიმ იუვენტუსის ამბიციებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით იმაზე საუბარი, რომ ტურინელები სკუდეტოსთვის იბრძოლებენ, ძალიან ადრეა.

„სპალეტიმ მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ის იუვენტუსში ახალხანს მივიდა, ლუჩიანოს ხელი გუნდს რეალურად 2-3 თვეში დაეტყობა და ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი, თუ რამდენად ამბიციურია იუვენტუსი.

„იუვეს ახალი შემტევები ? სერია ა-სთან ადაპტაცია ნებისმიერ ფეხბურთელს უჭირს და ეს ახალი არ არის, ამიტომ დევიდისა და ოპენდას ზედმეტი კრიტიკა სრულიად უადგილოა. იტალიაში თამაშები უფრო ტაქტიკურია, სივრცეების პოვნა ჭირს და ამ ყველაფერთან ადაპტაციაა საჭირო.

„ილდისი ? ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც ერთი-ერთზე ნებისმიერი მეტოქის დაჩაგვრა შეუძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !