ვიეირა:“ იუვენტუსი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, წინ ურთულესი მატჩი გველოდება“
ჯენოას მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„იუვენტუსთან ურთულესი მატჩი გველოდება, მათ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავთ, შეუძლიათ ერთი-ერთზე თამაში და სახიფათო მომენტების შექმნა, ამიტომ ჩვენ კომპაქტურები უნდა ვიყოთ და თავი გუნდურად დავიცვათ.
„ეჭვგარეშეა, რომ იუვენტუსი ამ სეზონში გაცილებით უფრო ძლიერია და ვფიქრობ, სერია ა-ში ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფავორიტია. ილდისსა და კონსეისაუს ფლანგებზე პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლიათ, ჩვენ სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი ქომაგების თვალწინ მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                