ვესტ ჰემი ტოდიბოს იჯარით გაშვებას დათანხმდა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვესტ ჰემი ჟან კლერ ტოდიბოს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის.
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ ტოდიბო გახლდათ, თუმცა აქამდე ინგლისელები მისი იჯარით გაშვებაზე უარს ამბობდნენ.
დი მარციოს ცნობით, ვესტ ჰემმა პოზიცია შეიცვალა და ფეხბურთელის არენდით გასხვისების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. პრობლემა ტოდიბოს ტრავმაა, რის გამოც ის 3-4 კვირა ვერ ითამაშებს, რამაც შესაძლოა იუვენტუსს სხვა ფეხბურთელის გაფორმება აიძულოს.