ვესტ ჰემი კინის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური წყაროების ცნობით, ვესტ ჰემ იუნაიტედი იუვენტუსის შემტევის მოიზე კინის ტრანსფერით ინტერესდება.
კინის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ბიანკონერის იტალიელი ფორვარდის 15-20 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, კინის ტრანსფერით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი ვესტ ჰემია, რომელმაც ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და უახლოეს პერიოდში ბიანკონერის პირველი წინადადებით მიმართავს.